სირიის სამთავრობო ძალებმა გამოცხადებული 30 დღიანი ზავის მიუხედავად, ბოლო დღეებში დაიკავეს აღმოსავლეთ ღუტის თითქმის ნახევარი. ბრიტანეთში მდებარე სირიის ადმიანის უფლებათა ობსერვატორიის 4 მარტის ცნობით, ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორია ძირითადად წარმოადგენს სასოფლო-სამურნეო სავარგულებს. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით სამთავრობო ჯარებმა წინ წაიწიეს ფრონტის მთელ ხაზზე და ხელთ იგდეს ოპოზიციის დაჯგუფებების კონტროლქვეშ არსებული დასახლებული პუნქტები დამასკის აღმოსავლეთით მდებარე რაიონში. იუწყებიან, რომ სამთავრობო ჯარების დაბომბვების დროს ასობით ადამიანმა გაქცევით უშველა თავს. აქტივისტების ცნობით, ღუტაში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, ბოლო კვირების ინტენსიური დაბომბვის შედეგად დაიღუპა 600-ზე მეტი ადამიანი. 24 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოითხოვს ერთთვიანი ზავის „დაუყოვნებლივ“ ამოქმედებას, რათა შესაძლებელი გახდეს მოსახლეობისათვის დახმარების მიწოდება და ავადმყოფთა ევაკუაცია.