საქართველოს დედაქალაში დარულდა აქცია სახელწოდებით „მშვიდობა ომზე მეტია!“ დაუზუსტებელი ინფორმაციით, მასში მონაწილეობდა სულ ცოტა 3 ათასი ადმიანი. აქცია ახალგორში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად გაიმართა და მიმართული იყო რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. 22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. 23 თებერვალს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ მის გასანეიტრალებლად ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რა დროსაც კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობის შედეგად. ოჯახის წევრებს აქვთ ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილი მოკლულია. სამშვიდობო აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. ასევე, გაიმართა ფლეშმობი ლოზუნგით "ომი არ დასრულებულა" (war is not over!). აქციაზე შედგა რეჟისორ თაკო რობაქიძის მოკლემეტრიაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების ყოფას ასახავს. თბილისის მსგავსად ხსოვნის აქცია გაიმართა ასევე ქალაქ გორში.