ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში შაბათს ასეულობით ულტრამამარჯვენე აქტივისტმა მოაწყო მიტინგი და ჩირაღდნებიანი საზეიმო მსვლელობა, რომელიც მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომის გენერლის, ხრისტო ლუკოვის ხსოვნას. ასეთმა აქციამ ბულგარეთის პროდასავლური პოლიტიკური ძალებისა და უცხოელი დიპლომატების აღშფოთება გამოიწვა. გენერალი ხრისტო ლუკოვი ომის დროს ცნობილი იყო თავის ანტისემიტური და პრონაცისტური საქმიანობით. ბულგარეთის ხელისუფლებამ დაგმო მსვლელობა და განაცხადა, რომ მსგავსი მიტინგი ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე. გენერალი ხრისტო ლუკოვი 1930-იან და 1940-იან წლებში სათავეში ედგა ბულგარეთის ლეგიონების პრონაცისტურ კავშირს და მეორე მსოფლიო ომის დროს მხარს უჭერდა ნაცისტურ გერმანიას. გენერალი 1943 წლის 13 თებერვალს მოკლეს ანტიფაშისტური მოძრაობის წევრებმა.