რუსეთმა, ირანმა და ჩინეთმა მკაცრად გააკრიტიკეს დოკუმენტი ახალი ბირთვული პოლიტიკის შესახებ, რომელიც 2 თებერვალს გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტ დონალ ტრამპის ადმინისტრაციამ. დოკუმენტში ლაპარაკია, რომ აშშ-მა უნდა გადაახალისოს თავისი ბირთვული არსენალი მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღით. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ კვირას აშშ-ს ბრალი დასდო ახალი ატომური იარაღით რუსეთის მიმართ უსირცხვილო მუქარაში. ჩინეთმა გააკრიტიკა აშშ-ის მთავრობა იმისთვის, რომ ის ჩინეთს პოტენციურ მოწინააღმდეგედ წარმოადგენს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ ის „იმედგაცრუებულია“ დოკუმენტით, რომელიც დახასიათებულია, როგორც „კონფრონტაციული“ და „ანტირუსული“.