ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა და 105 დაიჭრა ბაღდადის ცენტრში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. შსს-ს წარმომადგენლის, საად მაანის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს საჰეთ ალ-ტაიარანის მოედანზე. ბაღდადის ეს მოედანი ხალხმრავალი სავაჭრო ადგილია, სადაც დასაქმების მსურველებიც იკრიბებიან. თავდასხმაზე პასუსისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.