ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პროცესი გაიმართა. პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, გრიგოლ ბაშალეიშვილმა დღევანდელ პროცესზე ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ პატაკში არასწორი ინფორმაციის ჩაწერა მოსთხოვეს, თითქოს რობაქიძისა და მისი მეგობრების მხრიდან ადგილი ჰქონდა სროლას, რა დროსაც პოლიციელებმა საპასუხო სროლა განახორციელეს. ბაშალეიშვილის ამ აღიარებას სოსო რობაქიძის მხრიდან გინება მოჰყვა, რა დროსაც ის […]