ვაშინგტონის საქალაქო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი წინადადებას, აშშ-ის დედაქალაქში რუსეთის საელჩოსთან მდებარე მოედანს მიენიჭოს 2015 წელს მოკლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელი. ამ წინადადების შესაბამისად, სახელი შეეცვლება ამჟამინდელი ვისკონსინის ავენიუს ნაწილს, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს. თუ გადაწყვეტილება ვაშინგტონის მერმაც დაამტკიცა, მაშინ რუსეთის საელჩოს ახალი მისამართი ექნება: ბორის ნემცოვის მოედანი 1.