ნიუ-იორკში მეხანძრეები გამოიძახეს „ტრამპ ტაუერად“ წოდებულ მრავალსართულიან შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა ზედა სართულზე, აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის კერძო რეზიდენციაში. სურათებზე ჩანს „ტრამპ ტაუერის“ სახურავი, რომლის ერთ კუთხესაც კვამლის ღრუბელი ადგას. ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, მან შეტყობინება მიიღო დილის 7 საათზე (თბილისის დროით 16 საათზე) და ხანძრის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ეს წყარო იუწყება ელექტროგაყვანილობასთან დაკავშირებულ „მცირე ხანძარზე“, რომელიც მალე ჩააქრეს. მანჰეტენის ცენტრში მდებარე შენობაში ფეშენებელური ბინები და ოფისები მდებარეობს.