კიევის სააპელაციო სასამართლომ 11 იანვრამდე გადადო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა. ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლე ოლეგ პრისიაჟნიუკმა მიიღო.სხდომის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ სასამართლოზე გამოცხადდა მხოლოდ ერთი დეპუტატი მათგან, რომლებიც სააკაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლოზე თავდებში ჩაუდგნენ. სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ დეპუტატი იური დერევიანკო მივიდა, ხოლო კიდევ ერთი დეპუტატი - ვიტალი კუპრი გზაში იმყოფებოდა. დეპუტატები იგორ ლუცენკო, ელენა შკრუმი, იულია ტიმოშენკო, დმიტრო დობროდომოვი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი გრიცენკო სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მოსამართლე პრისიაჟნიუკმა აღნიშნა, რომ პროცესუალური კოდექსის თანახმად, აღნიშნული ყველა პირი სასამართლო სხდომას უნდა დასწრებოდა. კიევის სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვა 11 იანვარს გაიმართება.