მოსკოვში დააკავეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ილია იაშინი, რომელიც თავის დაპატიმრებას ამასწინანდელი არასანქცირებული დემონსტრაციის ჩატარებას უკავშირებს. ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში, იაშინი წერს, რომ იგი საცხოვრებელი სახლის მახლობლად დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა ხუთმა პოლიციელმა. იაშინმა, რომელიც მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონის დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარეა, 24 დეკემბერს მოსკოვში ლერმონტოვის პარკში გამართა „თავისუფალი არჩევნების დღის“ ფესტივალი, რაც აკრძალული იყო მოსკოვის საქალაქო სასმართლოს მიერ. დემონსტრაციაში მონაწილეობდა 2 ათასი კაცი. მოსკოვის პოლიციის წარმომადგენლები მეორე დღეს სახლში მივიდნენ იაშინის მშობლებთან, რათა დაედგინათ პოლიტიკოსის ადგილსამყოფელი.