Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს

საზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება, ჯარში გაწვევის შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს და გაწვევის კომისიაში გამოცხადდეს. ამას გარდა, ჩაბარებულად ჩაითვლება უწყება, რომელიც გაწვევაზე პასუხისმგებელი ორგანოს საიტზე გამოქვეყნდება.

ამ შინაარსის კანონპროექტი პარლამენტში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა და დღეს, 6 აპრილს, პირველი მოსმენით განიხილება თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

ცვლილებები შედის „თავდაცვის კოდექსსა“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში.

იცვლება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის, შეტყობინების/უწყების ჩაბარების პროცედურები.

რა იცვლება?წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, შეტყობინების/უწყების ჩაუბარებლობა წვევამდელს პასუხისმგებლობისგან ვეღარ გაათავისუფლებს.

ასეთ შემთხვევაში, ეს შეტყობინება/უწყება ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს კი უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

„ამ შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილ ორგანოში“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ამას გარდა, განისაზღვრება ის ოჯახის წევრები, რომლებისთვისაც უწყების ჩაბარება შესაძლებელი იქნება. ამას დაარეგულირებს მთავრობის დადგენილება, რომელიც კანონის მიღების შემდგომ შემუშავდება და გამოქვეყნდება.

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტში შევა ტექნიკური ცვლილება და სიტყვები „სათანადო შეტყობინების მიღებისთანავე“ შეიცვლება სიტყვებით: „სათანადო შეტყობინების/უწყების ჩაბარებისთანავე“.

სწორედ ეს ჩანაწერი დაავალდებულებს ქვეყნიდან გასულ ჯარში გაწვევის ასაკის მქონე პირებს, ჩამოვიდნენ საქართველოში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus