Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ელჩმა ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველს, ჯონათან ასკონასსა და სპეციალურ თანაშემწეს, ჩარლზ იოკის შეხვდა საქართველოს საელჩოში. შეხვედრას ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიაც.
საელჩოს ცნობით, "ქართულმა მხარემ კვლავ გამოხატა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი".
შეხვედრაზე განხილულ საკითხებს რაც შეეხება, საელჩოს თანახმად, ეს იყო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.
"აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლი და განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი. საუბარი შეეხო საერთაშორისო დონეზე მიმდინარე და განვითარებულ პროცესებს და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას", - წერია აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკული მხარის მიერ გამოხატული პოზიციის თაობაზე ინფორმაციაში წერია, რომ "მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი თბილისში რეგიონული ტურნეს ფარგლებში გასული წლის ნოემბერში იმყოფებოდა - იმის გასარკვევად, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP).
მაშინ ის "ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, ლევან ჟორჟოლიანს, შეხვდა.
როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს უთხრეს, რომ "საქართველოს მთავრობა აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით კმაყოფილი არ არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის".


აშშ-ს მეორე წელია შეჩერებული აქვს საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა. გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო.„ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომლის არაერთი წარმომადგენელი აშშ-ის მიერაა სანქცირებული, იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ პოლიტიკას შეცვლის.

სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობა და "გადატვირთვისთვის" მზადყოფნა იყო, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, 3 თებერვალს გამართულ შეხვედრის თემაც, რომელიც მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს, შორის შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული იყო ბრენდან ჰანრაჰანსა და ლაშა დარსალიას შორის დაგეგმილი შეხვედრის ანონსი. შეხვედრის შემდეგ მის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტს არ გაუვრცელებია.
სამინისტროს ზოგადი ინფორმაციის თანახმად, განხილული იყო „რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები” და „ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.
შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა;მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს;„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის ნეგატიურ დამოკიდებულებას „ომის პარტიის" თუ „დიპ სტეიტის" ქმედებებს უკავშირებს, იმედს გამოთქვამდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;2025 წლის 13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს;28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. ივანიშვილმა საპასუხო წერილში საელჩოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus