Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

Bloomberg: ინდოეთის უმსხვილესმა კომპანიამ რუსული ნავთობის შეძენა განაახლა

ინდოეთის უმსხვილესმა მულტინაციონალურმა კომპანია Reliance-მა რუსული ნავთობის შეძენა განაახლა. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს სააგენტო Bloomberg-ი.

წყაროთა თანახმად, Reliance რუსულ ნავთობს შემცირებულ ფასად ყიდულობს არასანქცირებული მიმწოდებლებისგან და ქალაქ ჯამნაგარში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აგზავნის.

ინდოეთის ამ უმსხვილესმა მულტინაციონალურმა კომპანიამ რუსული ნავთობის შეძენა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2025 წლის 22 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ და მათ შვილობილ კომპანიებს.

Reliance-ის ქარხანას, რომელიც ქალაქ ჯამნაგარშია, დღე-ღამეში 660 ათასი ბარელის გადამუშავება შეუძლია და საწვავს შიდა ბაზარს აწვდის. ამავე ქალაქში კომპანიას აქვს კიდევ ერთი, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო, რომლის სიმძლავრე დღე-ღამეში 700 ათასი ბარელია

ოქტომბრის ბოლოს სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსული ნავთობის შეძენა არასანქცირებული კომპანიების მეშვეობით განაახლა ინდოეთის უსმხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ Indian Oil Corp-მაც.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც ჯერ კიდევ „როსნეფტის“ და „ლუკოილისთვის“ სანქციების დაწესებამდე, 15 ოქტომბერს თეთრ სახლში უმასპინძლა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოდი მისი მეგობარია და შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ უკმაყოფილებას იწვევს ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენა, რადგან ეს რუსეთს აძლევს უკრაინაში ომის გაგრძელების შესაძლებლობას.

ტრამპის განცხადებით, მოდიმ დაარწმუნა, რომ რუსეთისგან ნავთობს აღარ შეიძენენ, ინდოეთი იმპორტს დაუყოვნებლივ ვერ შეწყვეტს, თუმცა პროცესი მალე დასრულდება.

მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ინდოეთს არაერთხელ მოუწოდა რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტისკენ და უარის გამო 2025 წლის აგვისტოში დამატებით 25%-იანი საბაჟო გადასახადიც დაუწესა.

2025 წლის დეკემბრის დასაწყისში ინდოეთში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მან განაცხადა, რომ რუსეთი საიმედო მიმწოდებელია ენერგორესურსებისა და ზოგადად, ყველაფრის, რაც ინდოეთის ენერგეტიკის განვითარებას სჭირდება და მზად არიან მომავალშიც უზრუნველყონ საწვავის შეუფერხებელი მიწოდება სწრაფად მზარდი ინდოეთის ეკონომიკისთვის.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus