Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

WSJ: ფლორიდაში განიხილავენ რუსეთ-უკრაინას შორის ტერიტორიების გაცვლას და არჩევნებს უკრაინაში

როგორც Wall Street Journal-ი იტყობინება აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გასაჯაროება, უკრაინასა და აშშ-ს შორის ფლორიდაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილება „უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიების გაცვლის შესაძლებლობა“.
გამოცემის თანამოსაუბრემ ასევე თქვა, რომ დელეგაციები მსჯელობენ უკრაინაში არჩევნების ჩატარების ვადებზე.
სხვა დეტალებს Wall Street Journal-ი არ იტყობინება.
ამერიკული სამშვიდობო გეგმის პირველ ვარიანტში, რომელიც 28 პუნქტისგან შედგებოდა, ლაპარაკი იყო რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინული ტერიტორიების შესაძლო აღიარებაზე, მაგრამ უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს პირობა მისთვის მიუღებელია. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა გადაიდო აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი შეხვედრისთვის.


ერთ-ერთი პირობა, რომელსაც აყენებს რუსეთი სამშვიდობო დარეგულირებისთვის, არის დონეცკის ოლქიდან უკრაინის ჯარების გასვლა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, მოსკოვი თითქოს თანახმაა, შეწყვიტოს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკრაინის კონტროლქვეშ დარჩენილი ტერიტორიების აღებისთვის ბრძოლა. მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
გარდა ამისა, 28-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, რუსეთი ითხოვდა, უკრაინაში 100 დღის ვადაში გაიმართოს ახალი არჩევნები.
სხვადასხვა მედიასაშუალების, მათ შორის Wall Street Journal-ის ცნობით, ტრამპის სპეციალური წარგზავნილი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი უკვე ორშაბათს გეგმავენ მოსკოვში გამგზავრებას სამშვიდობო გეგმის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის.
მომავალ კვირაში კიევში მოელიან ტრამპის სპეციალურ წარგზავნილს, დენ დრისკოლს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus