Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები სამშვიდობო გეგმას განიხილავენ ფლორიდაში

კვირას, 30 ნოემბერს, აშშ-ის შტატ ფლორიდაში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივის განსახილველად. შეხვედრის დაწყების შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

გამოცემა Axios-ის ცნობით, რომელიც ერთ-ერთი პირველი იუწყებოდა 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესახებ, შეხვედრა იმართება მაიამიში, Shell Bay-ის გოლფის კლუბში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს ეკუთვნის. გამოცემა აშშ-ის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, იუწყება, რომ აშშ-ს სურს დღესვე „მოაგვაროს“ უკრაინასთან უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებთან და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებზე. გეგმის დარჩენილი პუნქტები ძირითადად შეთანხმებულ იქნა გასულ კვირაში ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი დაესწრებიან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის გადადგომის შემდეგ, უკრაინის დელეგაციას სათავეში ჩაუდგა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი. მასში ასევე შევიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერჰი კისლიცა, გენერალური შტაბის უფროსი ანდრი ჰნატოვი და დაზვერვისა და სხვა სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები.

როგორც მოსალოდნელია, მომავალი კვირის დამდეგს აშშ-ის წარმომადგენლები უიტკოფის ხელმძღვანელობით ჩავლენ მოსკოვში. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ეს მოხდება 4 დეკემბრამდე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკვე ინდოეთში უნდა იმყოფებოდეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus