Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირკუტსკის კოლონიიდან დაიკარგა ჟურნალისტი ნიკა ნოვაკი

რუსეთში, "უცხოურ ორგანიზაციასთან კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის" მსჯავრდადებული ჟურნალისტის, ნიკა ნოვაკის ადვოკატი იუწყება, რომ პატიმარი დაიკარგა ირკუტსკის ოლქის მე-11-ე კოლონიიდან. ნოვაკს ოთხი წლით აქვს მისჯილი პატიმრობა.

ადვოკატი იულია კუზნეცოვა ვარაუდობს, რომ ნოვაკი კოლონიიდან გადაიყვანეს, კოლონიის ხელმძღვანელობა ამას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

"მიმდინარე კვირაში ნიკასთან შესვლას ცდილობდა ჩემი კოლეგა ადვოკატი, მაგრამ იგი არ შეუშვეს. კოლონიაში მან შეამჩნია აშკარა ხმაური და საგამოძიებო კომიტეტის ბევრი თანამშრომელი. კონკრეტულად რა მოხდა, ამას უწყების თანამშრომლები არ ამბობენ" - წერს კუზნეცოვა. მას ინფორმაცია ტელეფონით არ მიაწოდეს, კუზნეცოვამ ოფიციალური თხოვნა დაწერა.

მანამდე ნოვაკი ყვებოდა, რომ მასზე რეგულარულად ხორციელდებოდა ზეწოლა კოლონიის ადმინისტრაციის მხრიდან, ერთ-ერთი თანამესაკნე მისგან ცდილობდა სახელმწიფო საიდუმლოსთან დაკავშირებული მონაცემების მიღებას.

ნიკა ნოვაკის დედა - რომელიც თავისი შვილის საქმეზე ტელეგრამის არხს ამუშავებს - ასევე ვარაუდობს, რომ ჟურნალისტი სხვაგან გადაიყვანეს. დედა ასევე აღნიშნავს, რომ, მიღებული წერილის თანახმად, ჟურნალისტმა შიმშილობა შეწყვიტა.

გადაყვანის პროცესი რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ამ პერიოდში მსჯავრდადებულთან კონტაქტი არ არის.

ნიკა ნოვაკს, რომელიც შტატგარეშე კორესპონდენტის რანგში რადიო თავისუფლებასთანაც თანამშრომლობდა, 2024 წლის ნოემბერში მიუსაჯეს ოთხწლიანი პატიმრობა, "უცხოეთის ორგანიზაციასთან კონფიდენციალურ საფუძვლებზე თანამშრომლობის" საქმეზე. ესაა პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტს ამ მუხლით განაჩენი მიუსაჯეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus