Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

შსს-ს ცნობით, „შენიღბულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა, გამთენიას, საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა. ადვოკატი ფიქრობს, რომ ეს „შესაძლოა პროვოკაცია იყოს“. მას ჯერ არ მოუნახულებია დაკავებული. შსს-ს გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ალეკო ელისაშვილს ორივე თვალი ჩალურჯებული აქვს. შსს-ს ცნობით, კლინიკაშია გადაყვანილი ერთი მანდატური.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, „შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა „თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.
„გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს“, - ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე ტექსტიდან ცნობილი ხდება, რომ დაპირისპირებისას დაზიანება მიიღო მანდატურის სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და ის სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი.

„დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო“, - აცხადებენ შსს-ში.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას სახეზე დალურჯებები აქვს.
ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. პოლიტიკოსი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი. ადვოკატი ელის, როდის შეძლებს ალეკო ელისაშვილთან შეხვედრას.
„დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს. შსს-ს ჩანაწერებიდან ვნახეთ, რომ ის ნაცემია, ჯერ არ შევხვედრივართ, რომ გავარკვიოთ, რამ გამოიწვია ეს. ვფიქრობ, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, აბსურდულია, როცა ადამიანი ცხოვრობს მთაწმინდაზე და დილის ხუთ საათზე მიდიოდეს სასამართლოში და ცდილობდეს ცეცხლის წაკიდებას და შენობის დაწვას, მასთან ახლოსაც ბევრი სახელმწიფო შენობაა“, - ამბობს ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი.
მუხლი, რომლითად გამოძიებაა დაწყებული, ნივთის დაზიანება განადგურების მცდელობას გულისხმობს - ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით; ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ალეკო ელისაშვილი წინააღმდეგ უკვე არის ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრული. მას პროკურატურა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება. ის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
თავდაპირველად, პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალეს, სასამართლოს ისევ მიმართეს და წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლა იშუამდგომლეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა კიდეც.
გამოძიების ვერსიით, 2 დეკემბერს, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და პარტიული შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ისევ გრძელდება

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus