Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ერთი წელი გავიდა, რაც „ოცნებამ“ შეაფერხა ქვეყნის პროგრესი და განვითარება“ - 130-ზე მეტი დიპლომატის განცხადება

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრისა და ამავდროულად პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ერთი წლისთავზე, ათობით დიპლომატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, პარტიაში მიღებული გადაწყვეტილება (2028 წლამდე აღარ დააყენონ ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხი) ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებაა და ამავდროულად, აფერხებს ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას.

„ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის სუვერენიტეტის გაძლიერების, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვისა და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფის გზა. საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში, ასევე, არის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი ფორმით აღდგენის ერთადერთი საშუალება“, - წერია განცხადებაში.

დიპლომატები, რომელთა შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსნები, აცხადებენ, რომ დეზინფორმაცია და მტკნარი სიცრუეა, თითქოს ვინმე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების სანაცვლოდ, სუვერენიტეტის დათმობას ან „მეორე ფრონტის“ გახსნას სთხოვდა საქართველოს.

„დღეს საქართველოში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ანტი-დასავლური განწყობების წახალისება და სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციის მცდელობა...

უკანასკნელ პერიოდში მიღებულმა რეპრესიულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, გამოხატვის თავისუფლებაზე განხორციელებულმა შეტევებმა, განსხვავებული აზრის დევნამ, მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მცდელობებმა და პოლიტპატიმრების რაოდენობის ყოველდღიურმა ზრდამ, კიდევ უფრო გააღრმავა საქართველოს დისტანცირება ევროპული ოჯახისგან და მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის რეპუტაციას“, - აცხადებენ დიპლომატები.

130-ზე მეტი დიპლომატი მიმართავს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს, გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნება და გააგრძელონ ჩვენი თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა.

გასულ წელს, 28 ნოემბერს, სადავო პარლამენტის მიერ „ქართული ოცნების“ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

„ქართულ ოცნებაში“ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. ათასობით ადამიანი გამოვიდა დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ. გვიან საღამოს, პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო, დემონსტრანტები კი მათ წინააღმდეგ იყენებდნენ პიროტექნიკას;პოლიცია მომდევნო დღეებში ძალადობდა დემონსტრანტებსა და იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მუშაობდნენ;არაერთი დემონსტრანტი გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით, მოძალადე პოლიციელთაგან კი არავინ არის დასჯილი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus