Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვლადიმირ პუტინმა კრემლში უმასპინძლა ვიქტორ ორბანს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პარასკევს, 28 ნოემბერს, მოსკოვში ჩავიდა. მას კრემლში უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მოლაპარაკების დაწყებამდე მოკლე საუბარში პუტინმა თქვა, რომ მიესალმება ბუდაპეშტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესაძლო შეხვედრას.

მოსკოვში ვიზიტის შესახებ ორბანმა თავად დაწერა სოციალური ქსელით. მისი თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანია "ენერგეტიკული უსაფრთხოება" და ზამთრის პერიოდში ენერგომატარებლების მიწოდების უზრუნველყოფა.

ორბანმა ასევე თქვა, რომ განხილული იქნება ინიციატივა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, პუტინის გარდა, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საწვავისა და ენერგეტიკის საკითხებზე პასუხისმგებელი ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი.

ვიზიტი აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივის, ე.წ. 28-პუნქტიანი გეგმის განხილვების ფონზე ხორციელდება. პუტინმა ახლახან დაადასტურა, რომ მოსკოვი მზადაა, ეს გეგმა აღიქვას ბაზისად, თუმცა კვლავ გაიმეორა რუსეთის მოთხოვნები, დონბასის ტერიტორიიდან უკრაინის სამხედროების გაყვანის ჩათვლით.

უკრაინის საკითხზე ორბანის პოზიცია მკვეთრად განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნების სხვა ლიდერთა უმრავლესობის პოზიციისგან. იგი ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და სურს მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევა, ფაქტობრივად - ნებისმიერი პირობებით. ორბანმა უპირობოდ დაუჭირა მხარი 28-პუნქტიან გეგმას, რომელშიც შემდგომში ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებაზე შესწორებები შეიტანეს.

ორბანი იყო ევროკავშირის სახელმწიფოს პირველი ლიდერი, რომელიც მოსკოვში ჩავიდა მას მერე, რაც რუსეთი 2022 წელს სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში. უნგრეთი განაგრძობს რუსეთის ნავთობის მილსადენით მიღებას.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ ორბანის ვიზიტი არ იყო კოორდინირებული ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან და მას არ აქვს მანდატი პუტინთან რაიმე განიხილოს ბლოკის სახელით. მერცმა გაიხსენა, რომ ორბანის შარშანდელი ვიზიტი რუსეთში უშედეგო იყო - რუსეთმა მხოლოდ გააძლიერა უკრაინაზე დარტყმები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus