Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თურქეთი იუწყება რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ორ ხომალდზე გაჩენილ ხანძრებზე

თურქეთის ხელისუფლება იუწყება ხანძრებზე, რომლებიც გაჩნდა შავ ზღვაში, ნავთობის ორ ტანკერზე - "გარე მოქმედების" შემდეგ. ორივე ხომალდს დასავლეთის სანქციები აქვს დაწესებული, როგორც ნაწილებს რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტისა", რომლის მეშვეობითაც რუსეთი ნავთობით ვაჭრობს.

"რუსეთის ნოვოროსიისკის პორტში მიმავალმა ცარიელმა ტანკერმა, KAIROS-მა, გამოსცა ხანძრის სიგნალი ჩვენი ნაპირიდან 28 მილის მოშორებით, სავარაუდოდ გარე მოქმედების შედეგად. ეკიპაჟის 25 წევრის მდგომარეობა კარგია. მეზღვაურთა ევაკუაციისთვის რაიონში მივლენილია ჩვენი სამაშველო ძალები, სიტუაცია კონტროლის ქვეშაა" - ნათქვამია თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.

მეორე ხომალდმა, სახელად VIRAT-ი, თურქეთის უწყების მონაცემებით გაავრცელა შეტყობინება, რომ დარტყმას დაექვემდებარა შავ ზღვაში, ნაპირიდან დაახლოებით 35 საზღვაო მილის მოშორებით. "მომხდარის ადგილას მივლენილია სამაშველო ჯგუფები და კომერციული ხომალდი. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 20-ვე წევრი კარგ მდგომარეობაშია, სამანქანო განყოფილებაში აღმოჩენილია სქელი დაკვამლიანება. სიტუაცია კონტროლის ქვეშაა" - წერს თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრო.

რუსეთში ომის მომხრე ბლოგერები წერენ, რომ VIRAT-ზე იერიში ხუთი საზღვაო დრონით განხორციელდა - იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური.

სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. რუსეთის მხარეს განცხადება არ გაუკეთებია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus