Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სულ მცირე ერთი დაიღუპა და 11 დაშავდა რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად კიევში

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შაბათს გამთენიას რუსეთის ავიაიერიშების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 11 დაშავდა, მათ შორის ბავშვიც.

მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ იერიშში მონაწილეობდა რაკეტები და დრონები, რამაც ქალაქის სხვადასხვა რაიონში საცხოვრებელი სახლები დააზიანა. ზიანის სრული მასშტაბი ჯერ უცნობია.

გავრცელებული ცნობებით, საჰაერო განგაშის სირენები აქტიურდებოდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

კიევი რუსეთის საჰაერო იერიშების ხშირი სამიზნეა. კვირის დასაწყისში ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, განაცხადა, რომ ბალისტიკური, ფრთოსანი, ჰიპერბგერითი რაკეტებისა და დრონების შეტევებს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს აღწერით, ეს იყო „მასშტაბური კომბინირებული შეტევა“ ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურაზე.

უკრაინა 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას დასავლელი მოკავშირეების მნიშვნელოვანი დახმარებით იგერიებს. რუსული ძალები ხშირად ესხმის უკრაინის ქალაქებს ღამით თავს.

საომარი ვითარების მიუხედავად, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინასა და მის ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების კონტურებზე. ამ ეტაპზე გაურკვეველია, როგორი შეიძლება იყოს უკრაინასა და რუსეთს შორის მტკიცე კომპრომისი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus