Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურები ჩხრეკას ატარებენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩხრეკა ტარდება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრიი ერმაკთან.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დღეს, 28 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული მოკლე განცხადებით, სპეციალურ ანტიკორფციულ პროკურატურასთან ერთად პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან „ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები(ჩხრეკა)" და დეტალებს მოგვიანებით იტყვიან.

ჩხრეკის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებამდე გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ იუწყებოდა, რომ დღეს დილით, კიევში „სამთავრობო კვარტალში“ მივიდნენ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლები, რომლებიც ჩხრეკას ატარებენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრიი ერმაკთან.

უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციის ფაქტებს იძიებენ.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ გამოავლინა ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფცია და მასში ჩართული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისგან უკანონო სარგებლის მიღება, რაც შეადგენდა კონტრაქტების ღირებულების 10-15%-ს.

გამოძიების თანახმად, „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისთვის თავსმოხვეული პირობებით, მათ უნდა გადაეხადათ ე.წ. ოტკატი, რათა თავიდან აეცილებინათ უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაბლოკვა და არ დაეკარგათ მიმწოდებლის სტატუსი. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის შიგნით ამ პრაქტიკას „შლაგბაუმი“ ეწოდა.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანახმად, ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციული გარიგებების მიზნით მოქმედ დანაშაულებრივ ორგანიზაციას ტიმურ მინდიჩი ხელმძღვანელობდა.

ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი თანამფლობელია სტუდია „კვარტალი 95“-ის, რომლის დამფუძნებლებს შორის თავის დროზე იყო ვოლოდიმირ ზელენსკიც. მინდიჩმა უკრაინა 10 ნოემბერს დატოვა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ენერგეტიკის სფეროში კორუფციული სქემის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე.

„მიდასად" წოდებულ კორუფციის საქმეზე ჯერჯერობით ათამდე პირია ბრალდებული.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ცელმძღვანელმა სემიონ კრივონოსმა 25 ნოემბერს გაცხადა, რომ გამოძიება ფართოვდება და ახალი ეჭვმიტანილები იქნებიან.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus