Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მომავალ კვირაში „ბიტლზის ანთოლოგიის“ ახალი ეპიზოდის პრემიერაა

Reuters-მა გაავრცელა ცნობა, რომ „ბიტლზის ანთოლოგიის“ ახალი ეპიზოდი გამოდის მომავალ კვირაში, 4 დეკემბერს ლეგენდარული ბრიტანული როკჯგუფის ბიტლზის შესახებ ორიგინალური ცნობილი სერიალის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ. სცენარისტმა და რეჟისორმა განაცხადეს, რომ ეს ეპიზოდი ასახავს, როგორ შეცვალა პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი ისტორიაში უდიდეს როკ-ჯგუფში ყოფნამ.
ორიგინალი, რვანაწილიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც 1995 წელს გამოვიდა, მოიცავდა ჯგუფის დაძაბულ ადრეულ დღეებს ლივერპულსა და ჰამბურგში, ბიტლომანიის ფენომენამდე, მსოფლიო სუპერვარსკვლავობამდე და 1970 წელს ჯგუფის დაშლამდე.
„ანთოლოგიის“ პროექტში შედიოდა 1990-იანი წლების სინგლი „Free as a Bird“. ის შეიქმნა განხილვისთვის განკუთვნილი ვერსიის მიხედვით, რომელიც ჯონ ლენონმა ჩაწერა 1977 წელს, მის მკვლელობამდე სამი წლით ადრე.
პრემიერა განახლებული სერიალისა, რომელიც მოიცავს მაკარტნის, ჰარისონის და სტარის 1990-იანი წლების აქამდე უნახავ კადრებს, 4 დეკემბერს იქნება Disney+-ზე.

„ახალი ეპიზოდი ორიგინალურ ეპიზოდებთან ქრონოლოგიურად არ არის მიბმული“, - განაცხადა სცენარისტმა და რეჟისორმა, ოლივერ მარიმ.
„პირველიდან მერვე ეპიზოდამდე ბიტლზე გვიამბობენ პირდაპირი გაგებით, შექმნიდან - 1970 წელს ჯგუფის დაშლამდე, ხოლო მეცხრე ეპიზოდი ასახავს იმ შინაგან შეგრძნებას, თუ როგორი იყო ბიტლზი.
ფილმი აღადგინა Apple Corps-ის გადამღებმა ჯგუფმა, რომელიც ახალ ზელანდიაში პიტერ ჯექსონის Park Road Post კომპანიასთან თანამშრომლობდა. მან გამოიყენა ტექნოლოგია, რომელიც ჯექსონმა გამოიყენა დოკუმენტური ფილმის The Beatles: Get Back („ბიტლზი: დაბრუნება“) გადასაღებად, რომლის პრემიერაც 2021 წელს შედგა.
„ბიტლზის მთელი არქივი აღდგენილია და ახლა ციფრულია“, - თქვა მარიმ. „ყოველ ჯერზე, როცა სამონტაჟო ოთახში შევდიოდით, თითქოს დროში უკან ვბრუნდებოდით, შუა 90-იანებში".
მისი შეფასებით, ჯექსონის დოკუმენტურმა ფილმმა შეცვალა „ბიტლზებზე“ მითები, რომლებიც მანამდე ქვაზე იყო ამოტვიფრული. „Get Back“-მა კი ეს სტერეოტიპები დაამსხვრია და ჩვენ მათ ვხედავთ, როგორც ძალიან ახალგაზრდა კაცებს“, - თქვა მან.

მისი თქმით, ახალი ეპიზოდი გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, თავიდან გაეცნონ ჯგუფს და გაიგონ, თუ ვინ იყვნენ ისინი, როგორც ადამიანები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus