Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კობახიძის თქმით, კერძო სკოლებს 12-წლიანი სასწავლო პროგრამის შენარჩუნება შეეძლებათ

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით "კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა", ხოლო საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებისთვის ვისაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების სურვილი ექნება შექმნება სპეციალური კლასები. ამის შესახებ კობახიძემ განათლების რეფორმის შესახებ სადავო პარლამენტში ინტერპელაციის წესით კითხვეზე პასუხისას განაცხადა.

"კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა და მეორე, რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მეთორმეტე კლასი იმისთვის, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეც კლასები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში გვინდა, თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი სპეც კლასები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს ექნება სურვილი, დაამთავროს მეთორმეტე კლასი და განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი", - თქვა კობახიძემ.

ამასთან აღნიშნა, რომ როდესაც პირველი კურსიდან მიდის ბავშვი სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათი უდიდესი ნაწილი აღარ ბრუნდება ქვეყანაში.

"ამიტომ მინუსი მეტი აქვს საზღვარგარეთ წასვლას, ვიდრე პლუსი. თუ ვინმეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, აქაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი".

მისი თქმით, სპეკულაციაა, განცხადებები, რომლებიც მოსწავლეებისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას შეეხება. მან გაიმეორა, რომ 11 წელიწადში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია.

"ბოლო კლასების პროგრამა საერთოდ არ არის თავსებადი მისაღების გამოცდების შინაარსთან, შესაბამისად, მოსწავლეს ურჩევნია, სკოლაში სიარულის ნაცვლად, მოემზადოს რეპეტიტორთან ან სახლში და ჩააბაროს მისაღები გამოცდა. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს, უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მისაღების გამოცდების მოთხოვნებზე და ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - თქვა კობახიძემ.

"ქართული ოცნების" მთავრობის ინიციატივა განათლების სისტემაში გულისხმობს უმაღლესი განათლების სისტემის "რეფორმირებას", რაც უნივერსიტეტების და განათლების სპეციალისტების შეფასებით, მათი ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად, საქართველოს აშორებს დასავლურ განათლების სისტემასთან და ახალგაზრდებს ართმევს კონკურენტუნარიანი განათლების მიღების საშუალებას.

"რეფორმა" ითვალისწინებს მეთორმეტე კლასის გაუქმებას, ბაკალავრიატის 3 წლამდე შემცირებას, მაგისტრატურის ერთ წლამდე დაყვანას. ასევე, მუშავდება კონცეფცია "ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქი", რაც "დუბლირებული" ფაკულტეტების გაუქმებისა და რეგიონების გაცოცხლების სახელით ზღუდავს კონკურენციას, აუქმებს უკვე აკრედიტებულ სასწავლო პროგრამას და სავარაუდოდ გამოიწვევს უნივერსიტეტებში სტუდენტების კლებას და პროფესორ-მასწავლებლების გათავისუფლებას სამსახურებიდან.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus