Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„სინათლე მედიამ“ უპასუხა „იმედის კვირის“ სიუჟეტს

22 მედიაორგანიზაცია, რომლებიც „სინათლე მედიაში“ გაერთიანდნენ სადავო პარლამენტის მიერ მიღებული რეგულაციების ფონზე გადასარჩენად, პასუხობს ტელეკომპანია „იმედის“ მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარია მათ ვითომდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე. მედიაორგანიზაციების შეფასებით, „სინათლე მედია“ საზოგადოების მაღალი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამო იქცა „ქართული ოცნების” სამიზნედ.

„თავისუფალი და პროფესიული სტანდარტების დამცველი ჟურნალისტებისთვის საქართველოს პოლიტიკური გარემო არასდროს ყოფილა შემწყნარებელი, მაგრამ ის, რასაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ და მასთან შერწყმული პროპაგანდის მანქანები ახორციელებენ, ყოველგვარ კანონიერ და ეთიკურ ზღვარს სცდება“, - წერია განცხადებაში.

მედიაორგანიზაციები აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი „სახელდახელოდ შეთხზულ ტყუილებს“ ეყრდნობა. სწორედ ამის გამო ისინი მიმართავენ ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანოს და მოითხოვენ, „სიუჟეტში გაჟღერებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას, ასევე ვითხოვთ პირდაპირ ეთერს, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ამ აბსურდულ ბრალდებებს ვუპასუხოთ“.

„ჩვენ, თავისუფალი ჟურნალისტები, ვდგავართ ერთად და განვაგრძობთ პროფესიული მოვალეობის პატიოსნად შესრულებას, რათა საზოგადოებას მივცეთ შესაძლებლობა, ისარგებლოს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებით“, - წერია განცხადებაში.

გუშინ, 23 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ გავიდა სიუჟეტი (სახელწოდებით „უცხოური სპეცსამსახურების მედია ქსელი“), რომელიც ქართულ მედიაორგანიზაციებსა და კერძო უნივერსიტეტებს შეეხებოდა.

ჟურნალისტემა სანდრო გამსახურდიამ და ანუკი გუმბერიძემ მაყურებელს უთხრეს, რომ „ამ [მედიაორგანიზაციებში] დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი არა ჟურნალისტი, არამედ NGO-შნიკია. ისინი საპროტესტო აქციებზე სპეციალური მისიით დადიან - იმისთვის, რომ ხელოვნურად შექმნილი, პროვოცირებული ინციდენტები გადაიღონ და პროპაგანდისთვის გამოიყენონ“;ამ მედიასაშუალებების წინააღმდეგ ერთ-ერთ არგუმენტად არაბული ინვესტიციით დაგეგმილი „იგლ ჰილსის“ პროექტის შესახებ არსებული კითხვების შესახებ მომზადებული მასალები იყო დასახელებული.22 მედიაორგანიზაცია საერთო ფინანსური რესურსის მოსაძიებლად აგვისტოში გაერთიანდა. მათ გაერთიანებას წინ უძღოდა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდველი კანონების მიღება და ამოქმედება.

ბოლო თვეებში სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო არაერთი კანონი, რომლებიც თითქმის შეუძლებელს ხდის საზღვარგარეთიდან დონორების მოზიდვას და უცხოური დაფინანსების მიღებას დასავლური ფონდებიდან. როგორც „აგენტების შესახებ“ კანონი, ისე ამერიკული „ფარას“ ანალოგიით შექმნილი კანონი დამოუკიდებელი მედიის ფინანსურად დასუსტებას აჩქარებს და მათ არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. არცერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომლებიც ამ კამპანიაში მონაწილეობენ, უცხოეთის გავლენის გამტარებლად არ რეგისტრირდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus