Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ისრაელის კულტურის ძეგლების დაცვის ორგანიზაციამ დაგმო პალესტინელებისთვის ტერიტორიის წართმევა

ისრაელის კულტურის ძეგლების დაცვის დამკვირვებელმა ორგანიზაცია "ემეკ შავემ" 24 ნოემბერს დაგმო გადაწყვეტილება იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სებასტიის უძველესი არქეოლოგიური ძეგლის მახლობლად, პალესტინელთა თითქმის 500 ჰექტარი კერძო მიწის ექსპროპრიაციის შესახებ.

„მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ექსპროპრიაცია მკვეთრად შეზღუდავს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას და შესაძლოა გამოიწვიოს დაახლოებით 3 ათასი ზეთისხილის ხის - რომელთაგან ზოგიერთი ასწლოვანია - დაკარგვა“, - ნათქვამია დამკვირვებელი ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უფლებებს იცავს.

12 ნოემბერს პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის სამოქალაქო საქმეების განმახორციელებელმა ორგანომ, COGAT-მა, გამოაქვეყნა შეტყობინება რამდენიმე ნაკვეთის - რომლებიც ძირითადად პალესტინელთა სოფელ სებასტიას ეკუთვნოდა - მიტაცების შესახებ.
ექსპროპრიაციის მიზანი, განცხადების თანახმად, „ადგილმდებარეობის შენარჩუნება და განვითარებაა“.
"ემეკ შავეს" თქმით, სებასტია არის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც რკინის ხანით თარიღდება და რომლის მიმართაც ისრაელმა ინტერესი 2023 წელს გამოხატა, თავდაპირველად თავად ადგილის გეგმით, შემდეგ კი იმ ბორცვის - რომელიც ამ ადგილს წარმოადგენს - მწვერვალის მიტაცებით.
თავად ადგილი მდებარეობს C ზონაში, დასავლეთ ნაპირის ტერიტორიის დაახლოებით 66 პროცენტზე, რომელიც 1990-იანი წლების ოსლოს შეთანხმებების შემდეგ, ისრაელის ადმინისტრაციის ქვეშ მოექცა.

მიმდებარე სოფელ სებასტიაში ამ ადგილის გარშემო განვითარდა ტურიზმი, რასაც საფრთხეს შეუქმნის განვითარების ახალი გეგმები, რომლებიც მოიცავს ისრაელის მიერ ცალკე გზის გაყვანას, ადგილის გარშემო ზღუდის აგებას და არეალში შესვლის საფასურის დაწესებას.
ისრაელის დამკვირვებელი ორგანიზაცია გმობს დასავლეთ სანაპიროს უძველესი ძეგლის მახლობლად მიწის მიტაცებას.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის დასახლებების დამკვირვებელმა კიდევ ერთმა ორგანიზაცია Peace Now-მ (მშვიდობა ახლა) აღნიშნა, რომ მიწის მიტაცების ეს ბოლო შემთხვევა არქეოლოგიური მიზნებისთვის განხორციელებული ყველაზე მსხვილი ასეთი აქტია.
მან დასძინა, რომ 1967 წელს ისრაელის მიერ იორდანეს დასავლეთ ნაპირის ოკუპაციის შემდეგ, მიწის ექსპროპრიაცია ძველი ძეგლების განვითარების მიზნით, ხუთჯერ მოხდა.
„ყველა შემთხვევაში, ექსპროპრიაციები ფორმალურად ისე განისაზღვრა, რომ ისინი საზოგადოებრივი მიზნის მიღწევას ემსახურებოდა, მაგრამ პრაქტიკულად, მათ განაპირობეს პალესტინელების განდევნა ამ ადგილებიდან“, - ნათქვამია Peace Now-ს განცხადებაში.

განცხადებაში წერია ასევე, რომ განსხვავებული არც სებასტიის გეგმა იქნება, რომელიც ძირითადად, ისრაელელებისთვის წვდომის გამარტივებას, ხოლო ადგილობრივი პალესტინელებისთვის წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus