უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შუალედურ შედეგებზე ისაუბრა. მოლაპარაკებები ეხება აშშ-ის 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად.