Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მიხეილ სააკაშვილი: „ლოზუნგი "არც ნაცი არც ქოცი“ - ნიშნავს, რომ უარს გვათქმევინებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდზე”

მიხეილ სააკაშვილი - პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ვარდების რევოლუციის” 22-ე წლისთავს რუსთავის ციხიდან ეხმიანება ვრცელი წერილით.

"2003 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, საქართველოში გაიმარჯვა ვარდების რევოლუციამ. ის მოჰყვა მრავალი წლის სტაგნაციას, სიღარიბეს, კორუფციას კრიმინალს და შევარდნაძის მიერ მთლიანად გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს. ვარდების რევოლუცია 2003 წელს არ დამთავრებულა, პირიქით 23 ნოემბერმა სათავე დაუდო მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო, რადიკალურ, სიღრმისეულ რეფორმებს, რომელთაც შეუმდგარი სახელმწიფო აქციეს მსოფლიო მასშტაბის მაგალითად განვითარების და წარმატების”, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომლებშიც ასევე ჩამოთვლილია “ვარდების რევოლუციის” ძირითადი მიღწევები:

“აჭარის დაბრუნება საქართველოს იურისდიქციაში, ქვეყნის მსოფლიო რუკაზე არა მხოლოდ დაბრუნება, არამედ კაშკაშა ვარსკვლავად ამობრწყინება, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა. ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გორი კასპის გზის მონაკვეთზე „სიდედრის ენას“ ვერაფრით ასწორებდა, გაივსო ახალი ავტობანებით, აეროპორტებით და ა.შ. ახალი განათლების, ჯანდაცვის, სახელმწიფო სერვისების მსოფლიოში მოწინავე სისტემები, ახალი შეიარაღებული ძალების, კორუფციის ნულამდე დაყვანა, ხელოვნების და არქიტექტურის არნახული აღმავლობით და ბევრი სხვა. თუ ორი სიტყვით შეიძლება აღვწეროთ ყველაფერი - არის მენტალიტეტის ცვლა”.

მიხეილ სააკაშვილი თავის ვრცელ წერილში, რომელიც ფეისბუკით გამოქვეყნდა, ასევე ეხება 2012 წლის შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მას კონტრრევოლუციას უწოდებს:

“რევოლუციას მოჰყვა კონტრრევოლუცია. კონტრრევოლუციის მთავარი მიზანი იგივეა რაც იყო ჩვენი რევოლუციის - მენტალიტეტის შეცვლა. ოღონდ ესენი ამას აკეთებენ ჩვენი შექმნილის დემონტაჟით - განათლების სისტემის განადგურებით, თავისუფლების ინსტიტუტების - სახელმწიფოს გამჭვირვალობის, სამოქალაქო საზოგადოების, არჩევნების განადგურებით, ქართველთა სიამაყის განადგურებით და მათთვის „ადგილის მიჩენით“, მეხსიერების მოსპობით და უახლესი ისტორიის მეხსიერების ჩიპის გამოცვლით.

როდესაც „9 წელი“ დაიყვანეს 2-3 ნეგატიურ ფაქტზე და ყველაფერი სხვა ეპოქალური მოვლენის გონებიდან წაშლა სცადეს. ლოზუნგი „არც ნაცი არც ქოცი“ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს გვათქმევინებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდზე. ე.ი ათვლის კოორდინატებს მთლიანად გვიბნევენ. სინამდვილეში დღევანდელი კატასტროფის მთავარი მიზეზი არის ის რომ საზოგადოების დიდ ნაწილში მოახერხეს და ჩამოაყალიბეს სრულიად მცდარი წარმოდგენა ვარდების რევოლუციის მონაპოვრებზე და სწორად ამან მისცა საშუალება რეჟიმს ასე დაუსჯელად მოქმედების. ხოდა თუ არ გვინდა რომ ჯერ მეხსიერება საბოლოოდ გაგვინადგურონ, მერე მენტალიტეტი გამოგვიცვალონ და შემდეგ საბოლოოდ გაგვანადგურონ, ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ, ისევე როგორც თავის დროზე დავამარცხეთ შევარდნაძე”.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლანდელი საქართველო სრულად საწინააღმდეგოა იმისა, რაც 2012 წლამდე იყო.

"ჩვენ ყველგან მოვყავართ, როგორც წარუმატებლობის, ჩამორჩენილობის, არნახული რეგრესის მაგალითი. ამიტომ ჩვენი უახლოესი მომავლის წარმატების მთავარი გასაღები, მათ წარუმატებლობაშია. ლუზერები ვერ დამკვიდრებიან, ლუზერები ვერ დაგვამარცხებენ. გაუმარჯოს ვარდების რევოლუციის 22-ე წლისთავს! დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება! სრულ საბრძოლო ფორმაში მყოფი თქვენი მიშა”, - წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არაერთ სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული და მათგან რამდენიმეში უკვე მსჯავრდებულიც, საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევენებამდე ერთი დღით ადრე დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერსვე დააკავეს.

ციხეში შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი ჯერ ციხის კლინიკაში, შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ბოლოს კი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. ვივამედში ის 2022 წლის 12 მაისის შემდეგ იმყოფებოდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus