Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"ჭყვიტინა" სათამაშოთი დაგვცინოდა"- ვანო სხირტლაძე 8-დღიან პატიმრობაში გაუშვეს

20 ნოემბერს რუსთაველზე დაკავებულ აქციის მონაწილეს ვანო სხირტლაძეს სასამართლომ 8 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა.

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.

ვანო სხირტლაძის სასამართლო პროცესზე მოწმედ მისულმა პოლიციელებმა სხდომაზე დაადასტურეს, რომ მომიტინგე ე.წ.„ჭყვიტინა“ სათამაშოს გამო დააკავეს.

"ტვ პირველის" ცნობით, სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ ვანო სხირტლაძის ჭყვიტინა სათამაშომ თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინათ. ადვოკატის კითხვაზე, რაში გამოიხატებოდა შეურაცხყოფა, ერთმა პოლიციელმა უპასუხა:

„ცინიკური დამოკიდებულებით, როცა პატრულთან მიდის, ცდილობს დასცინოს და ცინიკური დამოკიდებულება გამოხატოს ამის გამო მოხდა მისი დაკავება“

ხოლო მეორე პოლიციელმა განაცხადა:

„ხელში ეჭირა სათამაშოს მაგვარი ხელსაწყო, რომელიც გამოსცემდა ხმას, ეს მიჰქონდა პოლიციელების სახეებთან და ცდილობდა გამოწვევას. სახესთან რომ მიგაქვს ჭყვიტინა სათამაშო და ხმებს გამოსცემს ეს ნამდვილად დამამცირებელია“.

ვანო სხირტლაძემ მოწმე პოლიციელს ჰკიტხა, რასთან ასოცირდება მისთვის მამლის ჭყვიტინი?

მოწმე პოლიციელი: სოციალურ ქსელში არის ვიდეოები, სადაც ეს ხმა დაცინვის მიზნითაა გამოყენებული, შეიძლება ბევრი რამე ჭყვიტინებს, მაგრამ აღნიშნული სათამაშო იყო დამამცირებელი, - უპასუხა მან.

პოლიციამ ვანო სხირტლაძე 20 ნოემბერს რუსთაველზე დააკავავა რამდენიმე მოქალაქესთან ერთდ, რომელთა შორის იყო მიხეილ ზაქარეიშვილიც, რომელსაც სასამართლომ დღეს 22 ნოემბერს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ბოლო პერიოდში სამართალდამცველები ცდილობენ, მაქსიმალურად შეზღუდონ პროტესტის მონაწილეები. მათ არ აძლევენ გზების საავტომობილო ნაწილებზე მარშირების უფლებას, ცოცხალი კედლებით ზღუდავენ ტროტუარებზე გადაადგილებასაც და როგორც წესი, არ განმარტავენ, რა არის შეზღუდვების საფუძველი.

პოლიციის ქმედებების ფონია გამკაცრებული კანონმდებლობაც, რომელიც ზოგი ადმინისტრაციული დარღვევის განმეორების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus