Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავი აღნიშნეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მაიმართა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც სტუმრობდა თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეტმირატ სეიტმამედოვი - დელეგაციასთან ერთად.

კონფერენცია, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა, რომელმაც თქვა:

„გასული 30 წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც თურქმენეთმა ნეიტრალიტეტი მოიპოვა, ამ ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ეს საერთაშორისო სტატუსი მშვიდობის ეფექტური გარანტია... დარწმუნებული ვარ, რომ ამ ღონისძიების ჩატარება, აკადემიის წიაღში, ჩვენ ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“.

ამ ფაქტის დასადასტურებლად კი როინ მეტრეველმა მოიყვანა მე-20-ე საუკუნის 50-იან წლებში თურქმენულ ენაზე მწერალ, კაიუმ ტანგრიკულიევის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის ფაქტი.

საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის მოხარულია ამ თანამშრომლობის. მანვე გაიხსენა, რომ წელს თურქმენეთს ორჯერ სტუმრობდა „ქართული ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისშიც უმასპინძლა.

კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თსუ-ს პროფესორმა ირინე ქურდაძემ სახელმწიფოებრივი ნეიტრალიტეტის სხვადასხვა მოდელებსა და დაგროვილ საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა.

აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ წაიკითხა მოხსენება საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობის ეკონომიკის საკითხებზე და თქვა, რომ თურქმენეთის, როგორც ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკა "უშუალოდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე":

"ამ ქვეყანაში ვითარდება მრეწველობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები, მოსახლეობის ხელფასები 2025 წელს 12 პროცენტით არის გაზრდილი".

მეცნიერებათა აკადემიის ფეისბუკგვერდზე ვკითხულობთ, რომ კონფერენციის მონაწილეთა და სიტყვით გამომსვლელთა შორის ასევე იყვნენ: თურქმენეთის რესპუბლიკის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსების კათედრის პედაგოგი ოგულგერეკ ალიევა; ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის ფიზიკა-მათემატიკის განყოფილების გამგე პეტრე მამრაძე; საქართველოს საპატიო ჟურნალისტი, პროფესორი ბადრი ნაჭყებია და მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, რომელმაც:

"არაჩვეულებრივად შეასრულა თურქმენი პოეტის მახტუმკული ფრაგის ერთ-ერთი ლექსის საკუთარი თარგმანი“.

მეცნიერებათა აკადემიამ 2024 წელსაც უმასპინძლა თურქმენეთის დელეგაციას და თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს - მაშინ აკადემიაში სწორედ მახტუმკული ფრაგის 300 წლისთავსადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია გაიმარა.

ფორმალურად თურქმენეთის პრეზიდენტი და თურქმენეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია (2022 წლის 19 მარტიდან) 44 წლის სერდარ ბერდიმუჰამედოვი, ერთადერთი ვაჟი თურქმენეთის ეროვნული ლიდერისა - ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვისა. თურქმენეთში 2022 წლიდან ქალებს ეკრძალებათ კოსმეტიკის გამოყენება, კონტურული პლასტიკური ქირურგია, მანიკიური, თმის შეღებვა, ტანზე მომდგარი ტანსაცმლისა და ჯინსების ტარება, ავტომობილის მართვა და წინა სავარძელზე დაჯდომა. თურქმენეთში ასევე ფაქტობრივად აკრძალულია აბორტები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus