Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ერგნეთის შეხვედრაზე ტრადიციულად განიხილეს უკანონო დაკავებები და უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები

„დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენდა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, კონკრეტული პასუხი გათავისუფლების ვადებთან დაკავშირებით ჩვენთვის ცნობილი არ არის. საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით გრძელდება მუშაობა, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი პირები დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.

საუბარი შეეხო საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, ვგულისხმობ ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესს. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე პოზიცია ამგვარი დესტრუქციული ქმედებების მიუღებლობის შესახებ, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. განვიხილეთ თავისუფალი გადაადგილების საკითხი. დღეს ასევე ტექნიკურ საკითხებზე ვიმსჯელეთ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოწვეული ექსპერტები, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. განისაზღვრა ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ჩორჩანის საკითხს საოკუპაციო რეჟიმი მუდმივად აყენებს და აცხადებს, რომ ეს არის საფრთხე. ამ კუთხით მინდა, აღვნიშნო, რომ პოლიციის სტანდარტული პოსტი არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. ამ კუთხით საფრთხეები განეიტრალებულია. საფრთხეს წარმოადგენდა თავის დროზე მისი დანაშაულებრივი მიზნით ჩადგმა. რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადებებს პოსტის აღების თაობაზე, ამაზეც არსებობს ცენტრალური ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია, რაც მათ კიდევ ერთხელ ეუწყათ“, – თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

13 ნოემბერს ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელიც განუსაზღვრელი ვადით გერმანიაში, ბერლინში იმყოფება.

„ქართული ოცნების" მტკიცებით, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ საკონტროლო პუნქტის აღმართვა 2019 წელს სამთავრობო უწყებებთან (კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან) შეუთანხმებლად გადაწყვიტა, რამაც სოფლების, ჩორჩანისა და წნელისის მახლობლად არსებული ტერიტორიის ნაწილზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვია და შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეც შექმნა. ეს საკითხი, კერძოდ, თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით სადავო პარლამენტის კომისიის სხდომებზე განიხილეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus