„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, გააუქმოს საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, უცხოეთში მცხოვრები ქართველები დაზაფრა. ეს ხმის წართმევაა, არჩევნების კონტროლის მორიგი მცდელობა - ამბობენ ემიგრანტები რადიო თავისუფლებასთან. მათი აბსოლუტური უმეტესობა საქართველოში ჩასვლას ვერ შეძლებს.