საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება „ქართული ოცნების“ ახალ კანონპროექტს, რომელიც ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობას აღარ მისცემს. მისი თქმით, ყველა პატარა ქვეყნისთვის საგანძურია ემიგრანტების ყოლა და მათ უფრთხილდებიან.