Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ახლო მომავალში უკრაინა-რუსეთს შორის განახლდება ტყვეთა გაცვლაზე მოლაპარაკებები

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის მითითებით, ამ დღეებში თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის პარტნიორების შუამავლობით გამართა კონსულტაციები "გაცვლის პროცესისა და რუსეთის ტყვეობიდან ჩვენი ხალხის გათავისუფლების განახლებაზე".

კონსულტაციების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ „სტამბოლის შეთანხმებების“ გააქტიურებაზე. "ეს შეეხება 1200 უკრაინელის გათავისუფლებას", - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში:

"ტექნიკური კონსულტაციები ახლო მომავალში გაიმართება. მათზე უნდა დაზუსტდეს ყველა პროცედურული და საორგანიზაციო დეტალი.

ვმუშაობთ შეუსვენებლად, რომ უკრაინელები, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ ტყვეობიდან, ახალ წელსა და საშობაო დღესასწაულებს სახლში შეხვდნენ - ოჯახურ სუფრასთან, ახლობლების გვერდით".

გამოცემა The Kyiv Independent-ის თანახმად, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე კიევმა რუსეთის ტყვეობიდან 5800-ზე მეტი ადამიანი დააბრუნა.

ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაცვლის გზით რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდა 5857 ადამიანი, გაცვლის მიღმა გზებით (დეტალები არ დაუზუსტებია) - კიდევ 555. "მნიშვნელოვანია გაცვლების გაგრძელება და თითოეულ სახელთან დაკავშირებით ვითარების დაზუსტება. თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია", - განაცხადა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს ზელენსკიმ, რომელიც "ყველა-ყველაზე" გაცვლის მიღწევას ცდილობს, თუმცა ამ წინადადებას რუსეთი უარყოფს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus