Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"სუსი იყენებს წამების დახვეწილ მეთოდს" - ხაბეიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ პოლიტიკოსს პაემნის და სატელეფონო საუბრის შეზღუდვა გაუგრძელეს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლევან ხაბეიშვილს ციხეში დაწესებული შეზღუდვები კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივეს. პოლიტიკოსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაპატიმრების შემდეგ შეუზღუდა როგორც სატელეფონო ზარების განხორციელებისა და წერილების გაგზავნა/მიღების, ასევე პაემნის უფლება. მას მხოლოდ ადვოკატებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა აქვს.

„ლევან ხაბეიშვილს სუს-მა 2 თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს! სასამართლო უნდა ჩატარდეს 9 დეკემბერს, სადაც უნდა განგვეხილა ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი. სუს-ს შეეძლო აღნიშნული შეზღუდვები გაეგრძელებინა მხოლოდ 9 დეკემბრამდე, მაგრამ სუს-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს ნაცვლად, რომ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – არ შეეცვალოს!

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური დაპირების გამო დააკავეს – დააკავეს სიტყვის გამო. ამ შეზღუდვებითაც ჩანს, რომ მათ ეშინიათ მისი მართალი სიტყვის! სუსი იყენებს წამების დახვეწილ მეთოდს – არასრულწლოვანი შვილების ნახვასა და მათთან დარეკვის უფლებას ართმევს მამას”, - წერს ლაშა ტყეშელაძე ფეისბუკზე.

პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება სუსმა 15 სექტემბერს შეუზღუდა ორი თვით, „მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, აქციასა და ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის „$200 000-ის შეთავაზების“ ბრალდებით.

ბრალის წაყენების შემდეგ გაირკვა, რომ მას ედავებიან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასაც. ამ ორივე ბრალით, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ლევან ხაბეიშვილის მსგავსი შეზღუდვები მოგვიანებით დაუწესეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პოლიტიკოსებსაც.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus