შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში პარასკევს, 14 ნოემბერს, მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა. შვედეთის დედაქალაქის პოლიციის ცნობით, ქალაქის ჩრდილოეთით, უნივერსიტეტის კამპუსთან ახლოს, ხალხმრავალ ქუჩაზე ავტობუსი ხალხს დაეჯახა.