ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ჟურნალისტების კითხვაზე, შეეხება თუ არა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, პასუხობს, რომ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ წევრი ქვეყნები და მის მიღებამდე ვარაუდები სპეკულაცია იქნება.