Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

FT: ბრიტანეთის პრემიერის მრჩეველი კრემლთან კონტაქტის დამყარებას ცდილობდა

მიმდინარე წლის დამდეგს ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონათან პაუელმა სცადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოეს წრესთან არაფორმალური კომუნიკაციის არხის დამყარება, იტყობინება ბრიტანული გაზეთი Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.

გაზეთის წყაროების ცნობით, პაუელმა ამ წლის დასაწყისში პუტინის საგარეო პოლიტიკის თანაშემწეს, იური უშაკოვს დაურეკა. ბრიტანელი მრჩევლის ქმედებები, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო უკრაინისა და რუსეთის მიმართ იმ პოლიტიკის შესახებ შეშფოთებასთან, რომელიც გატარდებოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ პაუელის ქმედებები კოორდინირებული იყო. გარდა ამისა, FT-თან საუბრისას ევროპელი ჩინოვნიკის თქმით, ლონდონის ინიციატივას მხარი დაუჭირა რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ. თუმცა, გაზეთი აღნიშნავს, რომ უშაკოვთან პაუელის სატელეფონო საუბარი იზოლირებული ინციდენტი იყო და პუტინის უახლოეს წრესთან კომუნიკაციის სტაბილური არხის დამყარება ვერ მოხერხდა. BBC აღნიშნავს, რომ წყაროების თანახმად, საუბარი „კარგად არ წარიმართა“.

კრემლმა დაადასტურა, რომ ასეთი საუბარი შედგა, თუმცა, კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, „დიალოგი არ გაგრძელებულა“. პესკოვმა განაცხადა, რომ პაუელი ცდილობდა უშაკოვისთვის და მისი მეშვეობით პუტინისთვის უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნების პოზიციის გადაცემას, თუმცა ბრიტანულ მხარეს „არ ჰქონდა არანაირი განზრახვა ან სურვილი“, მოესმინა რუსული პოზიცია.

რუსეთის ხელისუფლება მკაცრად აკრიტიკებს ლონდონს და ადანაშაულებს მას უკრაინის პირდაპირ მხარდაჭერაში, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების წარმოებაში. დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია და საფრანგეთთან ერთად წელს ჩამოყალიბდა ე.წ. მსურველთა კოალიციის ბირთვი - ქვეყნებისა, რომლებიც არ გამორიცხავენ თავიანთი კონტინგენტების გაგზავნას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. აშშ-ის ადმინისტრაციასთან კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ცდილობს გავლენა მოახდინოს დონალდ ტრამპის პოზიციაზე უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, როგორც ამას მრავალი მედიასაშუალება იტყობინება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ხელი შეუწყო იმას, რომ ტრამპმა პოზიცია შეიცვალა და რუსეთის მიმართ უფრო კრიტიკული გახდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus