Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბაქოში მასშტაბურად აღინიშნა მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების მეორე წლისთავი, ალიევმა ერდოანს უმასპინძლა

8 ნოემბერს ბაქოში მასშტაბურად აღნიშნეს აზერბაიჯანის მიერ 2020-2023 წწ. მთიანი ყარაბაღის ომში სრული გამარჯვების წლისთავი.

ეს კონფლიქტი, რომელიც „ყარაბაღის მეორე ომის“ სახელითაც არის ცნობილი, დასრულდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ლიკვიდაციით. რესპუბლიკა 30 წლის განმავლობაში იყო სომხეთის იურისდიქციის ქვეშ.

ბაქოს ცენტრში გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევი და მისი სტუმრები - რეჯეპ ტაიპ ერდოანი და პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰბაზ შარიფი.

აღლუმში მონაწილეობა მიიღეს პაკისტანისა და თურქეთის სამხედრო შენაერთებმაც.

აღლუმის ბოლოს ქალაქს გადაუფრინეს აზერბაიჯანის დრონებმა და თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების F-16 ავიაგამანადგურებლებმა.

„ჩემი ძვირფასი ძმა ერდოანი მხარს უჭერდა აზერბაიჯანს ყარაბაღის მეორე ომის პირველი საათებიდანვე. მისი სიტყვები „აზერბაიჯანი მარტო არ არის“ მთელი მსოფლიოსთვის იყო უწყება. აზერბაიჯანელი ხალხი არასოდეს არ დაივიწყებს ამ მხარდაჭერას,“ განაცხადა ალიევმა თავის გამოსვლაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მისმა ქვეყანამ გამარჯვების მოპოვება შეძლო იმიტომ, რომ ის „სამი ათწლეულის განმავლობაში ადგა საკუთარი მიწების დაბრუნების გზას, ქმნიდა ძლიერ ეკონომიკას, დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და თანამედროვე არმიას“.

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკა, რომელიც აზერბაიჯანის შემადგენლობაში შემავალი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის საზღვრებში შეიქმნა, სომხური ადმინისტრაციით იმართებოდა ერევნის მხარდაჭერით. აზერბაიჯანის ეს ტერიტორიები სომხურ სამხედრო ფორმირებებს ჰქონდათ დაკავებული.

2020 წელს აზერბაიჯანმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლს დაუბრუნდა შვიდი რაიონი და ყარაბაღის ნაწილი. 2023 წლის ბოლოსთვის კი ბაქომ ფაქტობრივად დაამყარა კონტროლი სადავო რეგიონის მთელს ტერიტორიაზე.

მრავალწლიანი მწვავე კონფლიქტისა და ერთმანეთის მიმართ აგრესიული რიტორიკის მიუხედავად 2025 წლის აგვისტოში მხარეებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით თეთრ სახლში ხელი მოაწერეს დეკლარაციას მშვიდობიანი ურთიერთობების შესახებ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus