Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 500-მდე დრონითა და რაკეტით განახორციელა იერიში

რუსეთმა ღამით უკრაინის რამდენიმე რეგიონში მდებარე სამიზნეებზე კომბინირებული თავდასხმა განახორციელა დრონებითა და რაკეტებით. თავდასხმები განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, კიევის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, პოლტავისა და ხარკოვის ოლქებში, ასევე იერიშები განხორციელდა კიევზე.

უკრაინის არმიის ცნობით, იერიშში გამოყენებულ იქნა 458 დრონი და 45 რაკეტა. უკანასკნელ ხანებში ეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი თავდასხმაა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ 26 რაკეტა და 52 დრონი სამიზნეს მოხვდა.

იტყობინებიან, რომ დარტყმები განხორციელდა რამდენიმე ელექტროსადგურზე. ხარკოვში გაჩერდა მეტრო, დაფიქსირებულია ხარვეზები ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებაში. ელექტროტრანსპორტი ავტობუსებით შეიცვალა და მთელს ქალაქში გაიხსნა გამათბობელი სადგურები.

კრემენჩუკის მერის, ვიტალი მალეცკის თქმით, ქალაქზე თავდასხმამ ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ომამდე ქალაქის მოსახლეობა 200 000-ს აღემატებოდა. ელექტროენერგია გაითიშა მეზობელ ქალაქ გორიშნიე პლავნიში (ადრე კომსომოლსკი).

პოლტავის ოლქში თავდასხმამ დააზიანა რკინიგზის ინფრასტრუქტურა, რის გამოც შეფერხდა დასავლეთ უკრაინასთან და კიევთან ხარკოვის დამაკავშირებელი რამდენიმე მატარებლის მოძრაობა.

დნეპრში რუსული დრონი ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა, რის შედეგადაც სამ სართულზე დაინგრა ბინები. ერთი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინული ოფიციალური წყაროები დაზიანებული ინფრასტრუქტურის ზუსტ რაოდენობას არ აკონკრეტებენ. ომის მომხრე რუსი ბლოგერების ცნობით, რუსეთის არმია თავს დაესხა კიევის რეგიონში ტრიპოლსკის თბოელექტროსადგურს, ხარკოვის რეგიონში ზმიევსკის თბოელექტროსადგურს, დნეპრში დნეპრისპირეთის თბოელექტროსადგურს და კრემენჩუკის ჰიდროელექტროსადგურს. დრონების გარდა, სავარაუდოდ, თავდასხმაში გამოყენებული იყო სულ მცირე 10 „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა, ასევე რაკეტები „კინჟალი“, „კალიბრი“ და „Х-69“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus