მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო 71 წლის აზა ჩილაჩავა, რომელიც დედაქალაქში მიმდინარე პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა აქციის გამართვისთვის დადგენილი წესების დარღვევას - „ეკეთა პირბადე“ და „იდგა გზის სავალ ნაწილზე“.