აქციაზე გზის გადაკეტვის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა. ამ გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.