Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვა გაახანგრძლივა

ლიეტუვამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბელარუსთან ქვეყნის სასაზღვრო- გამშვები პუნქტები კიდევ ერთი თვის განმავლობაში დარჩება ჩაკეტილი. ერთი კვირის წინ ვილნიუსის და კაუნასის აეროპორტები დაიხურა ბელარუსიდან მეტეოროლოგიური ბუშტების შეფრენის გამო.

ვილნიუსის აეროპორტი მანამდე, თვის დასაწყისშიც დაიხურა მას შემდეგ, რაც ლიეტუვის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში შევიდა ბელარუსიდან გამოშვებული ბუშტები. მათი მეშვეობით კონტრაბანდისტებს ბელარუსიდან სიგარეტი გადაჰქონდათ.

ლიეტუველი ოფიციალური პირები საჰაერო ბუშტების შეგზავნას რუსეთის მოკავშირე ბელარუსის მიერ განზრახ ქმედებად მიიჩნევენ. ლიეტუვა ნატოს და ევროკავშირის წევრია და ესაზღვრება რუსეთის კალინინგრადის ანკლავსა და ბელარუსს.

ლიეტუვის კაბინეტმა ოთხშაბათს გადაწყვიტა, რომ ერთი გამშვები პუნქტი დაიხურება, მეორე გამშვები პუნქტი - ვილნიუსის მახლობლად კი - შეზღუდულად იმუშავებს. ამ პუნქტის მეშვეობით ლიეტუვის და ევროკავშირის მოქალაქეებს კვლავ ექნებათ გასვლის უფლება. ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ რუსებს, რომლებსაც აქვთ ტრანზიტული დოკუმენტი, რომელიც მათ კალინინგრადში გამგზავრების საშუალებას აძლევს, ასევე შეეძლებათ გავლა.

სამშაბათს ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ლიეტუვის საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილებას „გიჟური თაღლითობა“ და მისი ქვეყნის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ ნაწილი უწოდა. მან აღნიშნა, რომ ვილნიუსი თავად უნდა ებრძოლოს კონტრაბანდას.

„თუ იქ სიგარეტით დატვირთული საჰაერო ბუშტები დაფრინავენ, ვფიქრობ, მათ ეს საკითხი თავის მხრივ უნდა გადაჭრან, - თქვა მან. - ვიღაც მათ იქ იღებს, ვიღაც დაინტერესებულია ამით. მათ უნდა იპოვონ პასუხისმგებელი პირები და თავიდან აიცილონ ასეთი რამ“.

ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი ბოდიშს მოიხდის, თუ მისი მონაწილეობა დადასტურდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus