Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კიევსა და ზაპოროჟიეში გაიზარდა დაღუპულებისა და დაშავებულების რიცხვი

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია დღეს, დილის ცხრა საათისთვის ტელეგრამით გაავრცელა დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მანამდე დადასტურებული იყო ერთის სიკვდილი.

კლიჩკოს ცნობითვე, ჰოსპიტალიზებულია 5 დაშავებული, მათ შორის ორი წლის ბავშვი.

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე რაკეტებით და დრონებით შეტევა გასული ღამიდან დაიწყეს. კიევის რამდენიმე რაიონში ხანძრები გაჩნდა მრავალბინიან სახლებში. მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულების და საერთო საცხოვრებლის შენობებიც.

განახლება: დილის ათი საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ კიევის ოლქის ზაზიმსკის რაიონში დაიღუპა 3 ადამიანი მათ შორის 2 ბავშვი. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ბროვარის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. კიევის ოლქის ამ რაიონებში დანგრეული და დამწვარია სახლები.

13-მდე გაიზარდა რუსული დრონებით შეტევის შედეგად ზაპოროჟიეში დაშავებულთა რიცხვი. ამის შესახებ დილით განაცხადა საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა. გამთენიისას ცნობილი იყო 5 დაშავებულის შესახებ. ზაპოროჟიეში ხანძრები გაჩნდა ერთ მრავალბინიან და რამდენიმე კერძო სახლში.

აფეთქებები იყო ოდესის ოლქის საპორტო ქალაქ იზმაილშიც. ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ 22 ოქტომბერს, დილით განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე.

კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია დედაქალაქ კიევში და კიევის და დნეპროპეტროვსკის ოლქებშიც.

პოლტავის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, მირგოროდის რაიონში დაზიანებულია ნავთობის და გაზის მრეწველობის ობიექტები.

რუსეთს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე მორიგი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აქვეყნებს ხოლმე სტანდარტულ ტექსტს, რომ სამიზნე იყო სამხედრო დანიშნულების ობიექტები, ან დარტყმა განხორციელდა „კიევის რეჟიმის ტერაქტების პასუხად". რუსეთი ასე მოიხსენიებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ენერგოობიექტებზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus