Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„პრეზიდენტ ტრამპს არც "არა" უთქვამს და არც თანხმობა ტომაჰავკებზე“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს, ტრამპს არ უთქვამს უარი უკრაინისთვის Tomahawk-ების ( სახმელეთო შეტევის, შორი მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტა) უკრაინისთვის მიწოდებაზე, თუმცა ამ ეტაპზე მას არც მკაფიო თანხმობა განუცხადებია.

„კარგია, რომ მას არ უთქვამს "არა", მაგრამ ჯერჯერობით არც „კი“ უთქვამს’- ამბობს ზელენსკი.

NBC News-ის ეთერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპმა 17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მას უთხრა, რომ აშშ-ს არ აქვს საკმარისი რაოდენობის Tomahawk-ები.

„ამ დეტალებს ვერ გაგიზიარებთ, ბოდიშს გიხდით, თუმცა , ამ დიალოგის გაგრძელების იმედი მაქვს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის სიტყვებით, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ საჭიროა შორი მოქმედების რაკეტები. ის ამბობს, რომ მხოლოდ უკრაინული წარმოების დრონები საკმარისი არ არის, მით უმეტეს, რომ რუსეთი დღეს იყენებს როგორც როგორც რუსულ, ირანულ და ასევე ჩრდილოკორეული წარმოების რაკეტებს.

17 ოქტომბერს გამართული შეხვედრა ტრამპსა და ზელენსკის შორის რიგით მეოთხე შეხვედრაა, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში რუსეთის ომის მოგვარებას ცდილობენ. ტრამპი ხუთშაბათს ტელეფონით ელაპარაკა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს და თქვა, რომ დაახლოებით ორ კვირაში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მასთან შეხვედრას გეგმავს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus