Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

Reuters-ი: ისრაელის მედია იტყობინება ღაზაზე ისრაელის არმიის იერიშის შესახებ, არმიამ დაადასტურა ცნობა

Reuters-ის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა თავდასხმა მოაწყო ღაზაში.
ცნობას სააგენტო ავრცელებს ისრაელის მედიაზე (Channel 12) დაყრდნობით.
ამის ფონზე ისრაელი ადანაშაულებს ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი), რომ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის შუამავლობით გაფორმდა ღაზის სექტორში ომის დასრულების მიზნით.
სააგენტოს მოჰყავს ისრაელის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის ნათქვამი, რომ ჰამასმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელა "ყვითელი ზოლის" მიღმა და ამით დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„დღეს დილით, ტერორისტებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ისროლეს და ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის თავდაცვის ძალებს, რომლებიც შეთანხმების პირობების შესაბამისად,რაფაჰისრაიონში ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობენ“, - ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.

Reuters-ის თანახმად, ჰამასის შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ არაფერი იცის ღაზას პროვინცია რაფაში მომხდარი ინციდენტების ან შეტაკებების შესახებ. დაჯგუფების თანახმად, რაფაჰის ტერიტორია ისრაელის კონტროლის ქვეშაა და მარტის თვის შემდეგ ყველა დაჯგუფებასთან კომუნიკაცია შეწყვეტილია აქვს.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერთგულია შეთანხმების ყველა პირობისა, მათ შორის ღაზის სექტორის ყველა რაიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ისრაელმა და ჰამასმა 9 ოქტომბერს ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინიციატივო შეთანხმებას, რომლის პირველი ფაზაც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.

ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო საომარი მოქმედება დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ჰამასის ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმის საპასუხოდ. ჰამასის მეთაურობით შეტევას ისრაელის სამხრეთში ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. ისრაელის მონაცემებით, 251 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს.
ღაზაში ისრაელის არმიის თავდასხმებმა სულ შეიწირა 67 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესად სამოქალაქო პირები, მთლიანად განადგურებულია რეგიონის ინფრასტრუქტურა და დანგრეულია ქალაქები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus