Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ეს მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებაა“ - „ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებაზე

ტელეკომპანია „ფორმულა“ მოითხოვს ტელეწამყვან ვახო სანაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის გამო დაააკავეს.

„ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან და წერს:

„ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე, მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ. ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს“.

ტელეკომპანია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ.

ჟურნალისტი ვახო სანაია ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პოლიციამ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დააკავა რუსთაველის გადაკეტვის გამო.

19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ, ''ქართული ოცნების" მიერ გამკაცრებული კანონმდებლობით, 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus