„ნარკოლოგიურში გადაყვანა“ ბრუნდება - სახელმწიფო „ქართული ოცნების“ გამკაცრებული კანონის აღსრულებას შეუდგა, პოლიციამ ისევ დაიწყო ახალგაზრდების ქუჩაში გაჩერება და ნარკოლოგიური ტესტირების მოთხოვნა - ამას უკვე დაარქვეს „ნარკორეიდები“. შსს ამბობს, რომ ბოლო ერთ კვირაში 300-ზე მეტი ადამიანი შეამოწმა.