Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მერცი უკრაინის დასახმარებლად მიმართავს ტრამპს: დადექი ჩვენს გვერდით და დადექი ევროპელების გვერდით

"როგორც „მსურველთა კოალიცია“, ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციით, მობილიზაციას ვუწევთ უკრაინისთვის დამატებით დახმარებას, ადამიანების უკეთესად დასაცავად, მოლაპარაკებების გზით მოგვარების შესაძლებლობების გასაზრდელად, ვინაიდან ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ ომის დასრულებაში" - დაწერა 10 ივლისს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პლატფორმა X-ზე.

ხუთშაბათს იტალიის დედაქალაქში "უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე" გამოსვლისას მერცმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის გაძლიერების საჭიროებას აშშ-ს მიერ “პეტრიოტის” ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდების გზით:

“ამ საკითხზე მჭიდრო კონტაქტში ვარ აშშ-ის მთავრობასა და პრეზიდენტ ტრამპთან. ჩვენ აგრეთვე მზად ვართ აშშ-სგან შევისყიდოთ დამატებითი “პეტრიოტის” სისტემები, რომ ისინი ხელმისაწვდომი გავხადოთ უკრაინისთვის”.

გერმანიის კანცლერმა მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, დადგეს ევროპის გვერდით უკრაინის დასაცავად და იმოქმედოს ომში მყოფი ქვეყნისთვის დამატებითი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მისაწოდებლად:

“დადექი ჩვენს გვერდით და დადექი ევროპელების გვერდით. ...“ჩვენ ვისწრაფვით სტაბილური პოლიტიკური წესრიგისკენ მსოფლიოში. დადექი ჩვენს გვერდით, ამ მხარეს და ჩვენი საერთო ისტორიის ამ ფურცელზე”.

ბოლო კვირებსა და თვეებში აშშ-ის სურვილი - განაგრძოს უკრაინის დახმარება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ყოყმანობს რუსეთის წინააღმდეგ არსებითად ახალი სანქციების დაწესებაზე. ივლისის დასაწყისში პენტაგონმა შეაჩერა საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალის გაგზავნა უკრაინაში.

მიმდინარე კვირაში სენატის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ტრამპი მზად არის მხარი დაუჭიროს სანქციების პაკეტს და რომ აშშ-მა განაახლა იარაღის მიწოდება. ამან ევროპაში იმედი გააღვივა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციამ შეცვალა მიდგომა უკრაინის დახმარებისადმი. ამის მიუხედავად, ევროპელი მოკავშირეები მაინც შფოთავენ, რომ ტრამპის მხარდაჭერა მერყევია.

გერმანიის კანცლერის თანახმად, ის გასულ ხუთშაბათს ესაუბრა ტრამპს “სისტემების მიწოდებაზე”, რომლებიც აშშ-ს თავადაც სჭირება, “თუმცა კიდევ ბევრი აქვს და ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ახლა აწარმოებენ მოლაპარაკებებს მათი მიწოდების თაობაზე. ეს ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი”.

რომში გამართულ კონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პოზიცია უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებში პირველი კლასტერის გახსნაზე მკაფიოა და რომ თავდაცვითი ომის წარმოების მიუხედავად, უკრაინა ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ევროინტეგრაციის პროცესში შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus