Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირანმა ერთი კვირის დაგვიანებით დაადასტურა გენერალ შადმანის სიკვდილი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დაადასტურა, რომ ისრაელის ავიადარტყმის შედეგად მოკლულია ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი ალი შადმანი. მისი ლიკვიდაციის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიამ ჯერ კიდევ 17 ივნისს განაცხადა.

ირანის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა 25 ივნისს გაავრცელეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის(ირანის არმიის ელიტური ნაწილი) განცხადება, რომ „სიონისტური რეჟიმის“ დარტყმის შედეგად მძიმედ დაჭრილი ალი შადმანი გასულ კვირაში გარდაიცვალა.

გენერალ-მაიორი შადმანი ცენტრალური შტაბის(საჰაერო თავდაცვის ძალების შტაბი) უფროსად მას შემდეგ დაინიშნა, რაც 13 ივნისს, ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა ამ შტაბის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი. 13 ივნისს დაიღუპნენ ირანის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებიც.

ისრაელის არმიამ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რასაც ირანმა უპასუხა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით შეტევით.21-დან 22 ივნისის ღამით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ირანში იერიში მიიტანეს ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე.ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.24 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 25 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ირანში დაიღუპა, სულ მცირე, 627 ადამიანი და 4870-ზე მეტი დაიჭრა.ისრაელის ინფორმაციით, 12-დღიანი ომის შედეგად ისრაელში დაიღუპა 28 და დაიჭრა 3000-ზე მეტი ადამიანი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus